შერმადინის 5 ქულა და 11 მოხსნა მილანთან მოგებულ მატჩში

შერმადინის 5 ქულა და 11 მოხსნა მილანთან მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის წარმატებული მატჩი იტალიის ჩემპიონატში. „კანტუს“ ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა და სერია A-ს მორიგ ტურში თავის გუნდს მილანური „ემპორიო არმანის“ დამარცხებაში დაეხმარა.
 
გამოტოვებული ტურის მატჩში კანტუელებმა მილანური გუნდი საკმაოდ იოლად – 83:64 დაამარცხეს და პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლაში აქტიურად ჩაებნენ. შერმადინს სასტარტო ხუთეული არ უთამაშია და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა ფარზე კარგად იმუშავა და თავი 11 მოხსნას მოუყარა. გიორგიმ 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგო და თავი 5 ქულას მოუყარა.
 
კანტუელებს 12 მოგება და 14 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-9 ადგილზე არიან. პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის. მორიგ მატჩს შერმადინის გუნდი 19 აპრილს, შინ „ვანოლისთან“ გამართავს.