შერმადინის 6 ქულა, 7 მოსნა და გამარჯვება მადრიდის რეალთან

შერმადინის 6 ქულა, 7 მოსნა და გამარჯვება მადრიდის რეალთან

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. მალაგელებმა მადრიდის “რეალს” უმასპინძლეს და 80:75 დაამარცხეს, რაშიც თავისი წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო. 

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 18:22 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახამ” “ბასკონიას” მსგავსად 8 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ევროლიგაში მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებს. შემდეგ ტურში, 25 იანვარს, სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან – მალაგაში.