შერმადინის 6 ქულა და 5 მოხსნა იტალიურ ოლ სტარში

შერმადინის 6 ქულა და 5 მოხსნა იტალიურ ოლ სტარში

გიორგი შერმადინმა იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა. შეხვედრა ქალაქ პესაროში დღეს , 11 მარტ გაიმართა. ერთმანეთს სერია A-ში მოთამაშე იტალიელი და უცხოელი კალათბურთელების ნაკრებები დაუპირიპირდნენ.
შერმადინი ხუთეულში არ ყოფილა. მან მოედანზე მთლიანობაში 10 წუთი გაატარა და 6 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 დაარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრა იტალიის ნაკრების გამარჯვებით – 91:85 დარულდა. მატჩის უძვირფასესი მოთამაშე დანიელ ჰაკეტი გახდა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა. შერმადინის გუნდში საუკეთესო შედეგი ამერიკელ ლინტონ ჯონსონს ჰქონდა, რომელმაც 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.