შერმადინის 6 ქულა საბერძნეთის ჩემპიონატის გადატანილ მატჩში

10 თებერვალს გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” საბერძმეთის თასის გათამაშების ფინალში “პანათინაიკოსს” ხვდება. ამის გამო, 9 თებერვალს გალათეას “იკაროსთან” დაგეგმილი ჩემპიონატის მატჩი დღეს გამიმართა. 
 
გადამოტანილი მატჩი პირეოსელებმა თასის ფინალისთვის გენერალურ რეპეტიციად გამოიყენეს. შეხვედრა მასპინძლებმა იოლად – ანგარიშით 85:63 მოიგეს. ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ყველა ოლიმპიაკოსელს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. შერმადინმა მოედანზე 11,49 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ოქრულიანი ჩააგდო. პირეოსელთაგან ყველაზე მეტი – 15 ქულა გიორგის პრინტეზისმა მოაგროვა.
 
15 მოგებითა და 1 მარცხით „ოლიმპიაკოსი“ პირველ ადგილზეა. 10 თებერვალს პირეოსელებს სეზონის პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს. თასის ფინალში „პანათინაიკოსს“ ხვდება, რომელიც ჩემპიონატის მატჩში, 4 თებერვალს დაამარცხა.