შერმადინის 8 ქულა და 8 მოხსნა ანდორაში წაგებულ მატჩში

შერმადინის 8 ქულა და 8 მოხსნა ანდორაში წაგებულ მატჩში

წინა სეზონში გიორგი შერმადინი „ანდორაში“ თამაშობდა და ამ გუნდის უპირობო ლიდერი იყო. დღეს კი ის ანდორაში „უნიკახას“ მაისურით ჩავიდა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი ცენტრი ცუდად არ გარჯილა. ის მალაგელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა – 60:66.

გიორგი თამაშში სათადარიგოა სკამიდან ჩაერთო და 21:47 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახა” 4 მოგებითა და 5 მარცხით მე-9 ადგილამდე დაქვეითდა, შემდეგი შეხვედრა კი 3 დეკემბერს, შინ, ბადალონას “ხუვენტუტთან” ელის.