შერმადინის 9 ქულა და უნიკახას დასანანი მარცხი ვალენსიასთან

შერმადინის 9 ქულა და უნიკახას დასანანი მარცხი ვალენსიასთან

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიას” ბოლო 2 დღეში მეორედ შეხვდა. 2 დღის წინ მალაგელებმა ვალენსიელები ესპანეთის ჩემპიონატში დაამარცხეს, ამჯერად კი ევროლიგის ეგიდით შეხვდნენ, ისევ შინ და დასანანი მარცხი იწვნიეს – 85:83.

“უნიკახა” მეტოქეს 17 ქულით უგებდა, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო წუთებზე 2 ქულის სხვაობით დამარცხდა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე მხოლოდ 15:40 წუთი გაატარა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 3 მოხსნა წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. მალაგელთაგან საუკეთესო სერბი კალათბურთელი ნემანია ნედოვიჩი იყო 23 ქულით, სტუმრებს კი რაფა მარტინესმა (17), ალბერტო აბალდემ (16), სემ ვან როსომმა (15) და ტიბორ პლეისმა (12) ულიდერეს. 

16 ტურის შემდეგ “უნიკახას” 7 მოგება აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. ევროლიგის მომდევნო ტურში, 12 იანვარს, მალაგელები კაუნასში “ჟალგირისს” დაუპირისპირდებიან.