შერმადინის 9 ქულა და 7 მოხსნა 19 წუთში

შერმადინის 9 ქულა და 7 მოხსნა 19 წუთში

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც ვენეციაში „უმანასთან“ გამართა, 68:89 დამარცხდა. კარგი ამბავი ისაა, რომ შერმადინმა შედეგიანად ითამაშა და 19 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა 19 წუთზე მეტი არ უთამაშია. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასა და 7 მოხსნასთან ერთად შერმადინს 1 ჩაჭრაც ჰქონდა. კანტუელთაგან საუკეთესო მეტა უორლდ ფისი გახლდათ 12 ქულით.
11 მოგებითა და 14 მარცხით „კანტუ“ ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 აპრილს „კანტუ“ „ვანოლის“ უმასპინძლებს.