ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ქართველი ლეგიონერების – გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “ანდორამ”, რაშიც ჩვენ საქართ ელოს ნაკრების წევრთა წილი უდიდესია. ანდორელებმა “მურსიას” უმასპინძლეს და 16 ქულით -88:72 დაამარცხეს.
ორივე ქართველმა გამორჩეულად ითამაშა, შერმადინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულშო ითამაშა და მოედაზე არასრული 25 წუთი გაატარა. შერმადინმა 10-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად მან 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 ჯარიმა მიიღო და მერტოქეები 5-ჯერ აიძულა, დაჯარიმებულიყვნენ. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 ერთეული შეადგინა, რაც თანაგუნდელ დევიდ იელინეკთან ერთად საუკეთესო შედეგი გახლდათ.
ბურჯანაძის სარგებლიანობამ კი 11 ერთეული შეაგდინა, რაც განვრცობილად 14 ქულის, 3 მოხსნის და 1 პასის შედწგია. ბექა სასტარტოში არ ყოფილა, მოედანზე კი 17:48 წუთით გამოჩნდა და 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
6 მატჩიდან 4 გამარჯვებით “ანდორა” ცხრილში V-VII ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ანდორელებს 13 ნოემბერს, სტუმრად “მანრესასთან” ელის.