შერმადინის გაელვება “პანათინაიკოსში”

შერმადინის გაელვება “პანათინაიკოსში”

 საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტური დასამახსოვრებელი გამოდგა გიორგი შერმადინისთვის. “პანათაინაიკოსმა” “ოლიმპიას” 80:61 სძლია, ქართველმა ცენტრმა კი მისთვის სარეკორდო 30 წუთს ითამაშა და 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
შერმადინმა 6-ვე საჯარიმო და 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მეტოქეები კი მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ. თავად ქართველმა კალათბურთელმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთიც სამჯერ დაკარგა.
ათენელთა რიგებში 12 ქულაზე მეტი ვერავინ ჩააგდო, შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი შერმადინს აღმოაჩნდა.
“პანათინაიკოსს” 20 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მარადიულ მეტოქე “ოლიმპიაკოსს” ჩამორჩება.
იტალიის ჩემპიონატში ნიკა მეტრეველის “სიენა მონტეპასკიმ” 24-ე ტურში 23-ე გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
სიენელებმა “სოლსონიკა რიეტის” სტუმრად 69:54 მოუგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 2 წუთში 1 ქულა მოაგროვა.
მეტრეველმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 1 ჯარიმის მიღებაც მოასწრო.
 

გიორგი შერმადინი