შერმადინის გუნდმა “ვარეზეს” სძლია და მე-8 ადგილზე აინაცვლა

შერმადინის გუნდმა “ვარეზეს” სძლია და მე-8 ადგილზე აინაცვლა

იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „კანტუმ“. ტურის ბოლო მატჩში კანტუელებმა „ვარეზეს“ უმასპინძლეს და 91:83 სძლიეს. ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა სერია „ა“-ში მე-8 ადგილზე აინაცვლა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
კანტუელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი დეჟან ჯონსი, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. შერმადინის კლუბმა 7 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-8 პოზიციას უწია, მომდევნო მატჩს კი 1 თებერვალს, სტუმრად, “სიდიგას აველინოსთან” ჩაატარებს.