გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში დასანანი მარცხი იწვნია. ქართველი ცენტრის გუნდი სტრუმრად, „ენელ ბრინდისის“ შეხვდა და დამატებით დროში – 75:76 დამარცხდა.
„ბრინდისის“ ღირსებას ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენი იცავს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა შედეგიანად ჩაატარა. რაც შეეხება შერმადინს, ის შედარებით მოკრძალებული გახლდათ. გიორგი სასტარტო ხუთეულში კი იყო, თუმცა, 19 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთაგან რიგებში 33 წუთს ითამაშა ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა, რომელმაც 8-დან 4 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი წაამატა.
გიორგი შერმადინის “კანტუ”10 მოგებით და 12 მარცხით მე-8-დან მე-10 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. მომდევნო მატჩს კანტუელები 29 აპრილს, სტუმრად „ჯიორჯიო ტეზისთან“ გამართავენ.