შერმადინის “კანტუმ” ევროთასის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

შერმადინის “კანტუმ” ევროთასის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროთასზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში კანტუელებმა ფრანგულ „დიჟონს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 89:63 იმარჯვეს.
ამ მოგებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა. ბოლო ტურში „კანტუ“ ბელგიურ „ოსტენდეს“ ხვდება და რომც წააგოს, მე-4 ადგილზე დაბლა მაინც ვერ ჩამოვა.

კანტუელებმა იცოდნენ „დიჟონთან“ მატჩის ფასი. ფრანგულ კლუბს მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ შერმადინის გუნდმა იოლად იმარჯვა. მასპინძლება ყველა მეოთხედი საშუალო სხვაობით მოუგეს დიჟონელებს, რამაც საბოლოოდ 26-ქულიანი ლიდერობა შეადგინა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თამაშიდან კი არ შეუტევია. საბოლოოდ გიორგიმ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანტუელთაგან 31 ქულით საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახლდათ, როელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა შემატა „კანტუს“ ერიკ უილიამსმა. დიჟონელთაგან 13 ქულით საუკეთესო ერიკ ჯოზეფი იყო, 12 ქულა კი ირვინ უოლკერმა დააგროვა.
4 მოგებით და 3 მარცხით კანტუელები ჯგუფში მე-4 ადგილზე არიან. ბოლო ტურში, 17 დეკემბერს ისინი ბელგიაში „ოსტენდეს“ შეხვდებიან.
 

ჯგუფი B

მოგება

წაგება

ბურთების

შეფარდება

+/-
გრან კანარია

9

0

764

638

126
ოსტენდე

5

4

685

689

-4
დიჟონი

5

4

641

674

-33
კანტუ

4

5

661

669

-8
ვილერბანი

3

6

678

718

-40
არტლანდი

1

8

660

701

-41