შერმადინის “კანტუს” მარცხი ევროთასზე

შერმადინის “კანტუს” მარცხი ევროთასზე

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ რუსეთში, მოსკოვის რეგიონის „ხიმკის“ ესტუმრა და ევროთასის ეგიდით ჩატარებულ მატჩში 13 ქულის სხხვაობით – 62:75 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:40 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

იტალიურ გუნდს 2 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ჟ ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება.
ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“, რომელმაც ამ ტურნირში ევროლიგიდან გადმოინაცვლა. ყაზანელები ამ ტურში საფრანგეთში, „სტრასბურთან“ უიმედოდ – 60:82 დამარცხდნენ.
 ქართველ კალათბურთელს არ უთამაშია. სანიკიძემ მხრის ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციოდ სავარაუდოდ 1 თვე დასჭირდება.