შერმადინის კანტუს პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი აკლია

შერმადინის კანტუს პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი აკლია

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და საპლეიოფო ზონაში გამაგრდა. კანტუელებმა აუტსაიდერი „პესარო“ 83:67 დაამარცხეს და ცხრილში მე-7 ადგილზე დამკვიდრდნენ.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მსგავსად 8 ქულა დააგროვა მეტა უორლდ ფისმა, საუკეთესო კი ჯეიმს ფელდეინი გახდა 20 ქულით.
14 მოგებით და 15 მარცხით კანტუ მე-7 ადგილზეა და სავარაუდოდ პლეი ოფშიც მოხვდება, რადგან დარჩენილია 1 ტური და წაგების შემთხვევაშიც, დიდი შანსია, კანტუ საუკეთესო რვა გუნდს შორის დარჩეს. ბოლო ტურში კანტუელები სტუმრად „რომას“ ეთამაშებიან.