poგიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში გრძელდება. ამჯერად, ანდორელთა ქართელ ცენტრს გარჯა დაუფასდა და მისმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. თანაც ვისთან – რეგულარული ჩემპიონატის მომგებ მადრიდის „რეალთან“, რომელთანაც 2 დღის წინ მეოთხედფინალური სერია უშანსოდ წააგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში შერმადინის წინამძღოლობით გამარჯვებას მიაღწია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
შერმადინი „რეალთან“ განსაკუთრებით კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონის ხუთივე მატჩში ქართველმა ცენტრმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ანდორელებმა სამი შეხვედრა ოვერტაიმში წააგეს, ბოლო დღეებში კი პლეი ოფის მატჩებიდან 1 წააგეს და რთიც – ბოლო შეხვედრა მოიგეს და შერმადინი კვლავ საუკეთესო გახლდათ.
სამწუხაროდ, გასულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ანდორელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც ფეხის ტრავმის მკურნალობა გაუგრძელდა. შერმადინი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 27:30 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. გიომ 12-დან 8 ორქულიანი დ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და თამაშის მიწურულს 1 სამქულიანიც ტყპრცნა, თუმცა, ააცილა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინი ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ვეორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მატჩის დაწყებამდე გიორგის ერთბაშად 2 პრიზი გადასცეს. თავდაპირველად, მას ესპანეთის ჩემპიონატის მაისის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო უბოძეს, შემდეგ კი, იმისთვისაც დააფასეს, რომ სეზონის შედეგებით, ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხდა.
მასპინძელთაგან შედმადინის შემცვლელი სერბი ოლივერ სტევიჩიც გამოირჩა, რომელმაც თანაგუნდელ ენდრიუ ალბისის დარად 15 ქულა მიითვალა, ბერძენმა ტანასის ადეტოკუმბომ კი, რომელსაც ტრიბუნებიდან კვლავაც ქომაგობდა სახელოვანი ძმა იანისი, 12 ქულა მოაგროვა.
სტუმართაგან 15-15 ქულა არგენტინელმა ანდრეს ნოჩიონიმა და ამერიკულ-აზერბაიჯანული პასპორტების მქონე ჯეისი კეროლმა ჩააგდეს, ესპანური ლიგისა და ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული სერხიო ლული კი ამჯერად, 12 ქულას დასჯერდა.
„რეალისა“ და „ანდორას“ დაპირისპირებაში ყველაფერს მე-3 მატჩი გაარკვევს, რომელიც 28 მაისს მადრიდშია დაგეგმილი და თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, 19:00 საათიდან ელის გადამწყვეტი დაპირისპირება თორნიკე შენგელიას “ბასკონიას”, რომლიც მეტოქეც “გრან კანარიაა”.