შერმადინის MVP-ის ტიტული და გამარჯვება მურსიასთან

შერმადინის MVP-ის ტიტული და გამარჯვება მურსიასთან

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი გამორთეული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. “უნიკახამ” მალაგაში “ნურსიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 89:82 დაამარცხა, შერმადინი კი მატჩის სუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

ქართველი ცენტრი სასტარტოში არ ყოფილა, მოედანზე კი მთლიანობაში 18:06 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტიმა19 შეადგინა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

მალაგელებმა 8 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს, სტუმრად, “ხუვენტუტთან” გამართავენ.