წარუმატებლად დაიწყო ფინალური სერია გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“. საბერძნეთის ჩემპიონატის საჩემპიონო სერიაში მარადიული მეტოქეები – „პანათინაიკოსი“ და „ოლიმპიაკოსი“ ხვდებიან. შერმადინის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგო და სერიაში მოედნის უპირატესობა ჰქონდა, რომელიც პირველსავე მატჩში დაკარგა. დღესგამართული მატჩი „პანათინაიკოსმა“ 64:51 მოიგო და სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.
პირეოსელები თავიდანვე ჩამორჩნენ და მერე ამაოდ ცდილობდნენ ათენელების წამოწევას. „პანათინაიკოსმა“ წარმატებით მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და სერიაში მოედნის უპირირატესობა მოიპოვა. შერმადინმა მოედანზე 8,27 წუთი გაატარა და მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. გიორგიმ მოედანი 3 მოხსნით და 1 დაფარებით დატოვა. პირეოსელთაგან 11 ქულით საუკეთესო ვასილის სპანულისი გახლდათ.
სერიის მორიგი შეხვედრა ათენში, 9 ივნისს გაიმართება.