შერმადინის ორმაგი დუბლი “ტენერიფეს” “მურსიასთან” მოსაგებად არ ეყო

შერმადინის ორმაგი დუბლი “ტენერიფეს” “მურსიასთან” მოსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინის “ტენრიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. კუნძულელები სტუმრად თედ მაკფადენის “მურსიას” შეხვდნენ და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 86:88 დათმეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ამ შეხვედრაში 30:11 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის გაფორმება მოახერხა. გიორგის ანგარიშზე 10 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ტად მაკფადენმა „ტენერიფესთან“ 20:45 წუთი ითამაშა და შერმადინს 1 ქულით აჯობა – 11 ქულა დააგროვა. მან ამ დროში ასევე 1 მოხსნის, 2 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მაკფადენმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ის 2-ჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

ამ მოგების შემდეგ, „მურსიამ“ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და მე-9 ადგილზე იმყოფება.