შერმადინის უნიკახა ხუვენტუტთან დამარცხდა

შერმადინის უნიკახა ხუვენტუტთან დამარცხდა

გიორგი შერმადინის “უნიკახას” წარმატებული სვლა ესპანეთის ჩემპიონატში გასულ ტურში დასრულდა. ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგების მომპოვებელი მალაგური გუნდი სტუმრად “ხუვენტუტს” შეხვდა და 86:93 წააგო. 

შერმადინმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩის გმირი გახდა, მოედანზე 14:26 წუთი გაატარა. ამ დროში გიორგიმ 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაახერხა. „უნიკახას“ ცენტრმა 3 ორქულიანი ისროლა და ორჯერ ბურთი კალათში მოათავსა.

„უნიკახას“ 8 გამარჯვების საპირწონედ 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. მალაგელები მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებენ.