შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის სამეფო თასს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა

შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის სამეფო თასს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა

წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”. მეოთხედფინალურ მატჩში შერმადინის გუნდი თად მაკფადენის (2 დღის წინ დატოვა გუნდი) “იბეროსტარ ტენერიფეს” გაეჯიბრა და 78:88 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:48 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანეთის თასის მატჩებს დედაქალაქი მადრიდი მასპინძლობს, სადაც თორნიკე შენგელიას “ბასკონიაც” ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ჯერაც ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, გუნდთან ერთად იმყოფება და შერმადინის გუნდის მატჩსაც თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.

“ბასკონია” მეოთხედფინალურ მატჩს “ხუვენტუტთან”, 15 თებერვალს გამართავს.