შერმადინის “უნიკახა” მადრიდში “რეალთან” უშანსოდ დამარცხდა

შერმადინის “უნიკახა” მადრიდში “რეალთან” უშანსოდ დამარცხდა

გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ევროლიგის მორიგ, მე-8 ტურში უიმედო მარცხი განიცადა. მალაგელები მადრიდს ესტუმრნენ და სამეფო კლუბ „რეალთან“ 32 ქულით – 57:89 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:02 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 2 ორქულიანი ააცილა, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

მალაგელები 3 მოგებითა და 5 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ მოსკოვის ცსკა-სთან გამართავენ.