შერმადინის “უნიკახამ” “ხიმკისთან” ბოლო წამებზე წააგო

შერმადინის “უნიკახამ” “ხიმკისთან” ბოლო წამებზე წააგო

ევროლიგაში დასანანი მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგელები მოსკოვის რეგიონში “ხიმკის” შეხვდნენ და მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “უნიკახა” 66:60 იგებდა, თუმცა დარჩენილი დროის მონაკვეთი 8:0 წააგო და 66:68 დამარცხდა. მორ

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მთლიანობაში მოედანზე 10:44 წუთი გაატარა. შერმადინმა 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. 7 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მალაგელთაგან 16 ქულით ბომბარდირი ადამ ვაჩინსკი გახდა, რეი მაკალუმმა კი 10 ქულა მიითვალა. 

8 მოგებითა და 13 მარცხით “უნიკახა” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “უნიკახა” 8 თებერვალს, შინ თურქულ “ეფესთან” ჩაატარებს.