შერმადინის უნიკახამ სამეფო თასზე რეალთან წააგო

შერმადინის უნიკახამ სამეფო თასზე რეალთან წააგო

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის “უნიკახა” მეოთხედფინალში მადრიდის “რეალთან” დამარცხდა. მინიტურნირს კანარის კუნძულები მასპინძლობს და მასში ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ცხრილის საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობს.

15 თბერვალს 2 ნახევარფინალი ჩატარდა. “ტენერიფემ” “ვალენსიას” 79:72 სძლია, ხოლო “რეალმა” “უნიკახას” 89:84 მოუგო. გიორგი შერმადინი სათადარიგო გახლდათ, თუმცა მალაგელთა გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო დაეთმო. ქართველმა ცენტრმა 27:47 წუთი ითამაშა და 7-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე ჯამში 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დაგოვდა.  გიორგიმ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

დღეს კიდევ 2 ნახევარფინალი გაიმართბა. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ბარსელონას” დაუპირისპირდება, ხოლო მასპინძელი “გრან კანარია” “ფუენლაბრადას” შეხვდება.