გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ 2018 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე წლის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ამ მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთის გუნდი წაგებული გამოვიდა, თუმცა ორივე ბურჯანაძეც და შერმადინიც თავიანთგუნდებში საუკეთესონი იყვნენ.
ესპანეთის ლიგის აუტსაიდერმა “დელტეკომ” შერმადინის “უნიკახას” უმასპინძლა და ბოლო პერიოდამდე გაუძალიანდა. მე-4 მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები მხოლოდ 2 ქულით – 74:76-ს აგებდნენ, შემდეგ კი, მალაგელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ დარჩენილი მონაკვეთი 18:6 მოიგეს და საბოლოოდ 94:80 გაიმარჯვეს.
ბურჯანაძემ მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახამ” 10 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, “გიპუზკოა ბასკეტს” კი 11 წაგების ფონზე 3 გამარჯვება შერჩა და კვლავაც ბოლო მე-18 პოზიციაზეა. გაისად, 6 იანვარს მალაგელები ტრავმირებული თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფეს” უმასპინძლებს, ბურჯანაძის გუნდი კი ერთ-ერთ უშუალო “ბრეოგანს” ესტუმრება.