პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ევროლიგის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბერძნული გრანდი სტუმრად მოსკოვის რეგიონის „ხიმკის“ შერვდა და დრამატულ ფინალში 87:82 დაამარცხა
„ოლიმპიაკოსმა“ გამარჯვება ბოლო მეოთხედში გამოჩენილი შეუპოვრობით მოიპოვა. გადამწყვეტი 10-წუთეული პირეოსელებმა 33:22 მოიგეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. სტუმრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს კაილი ჰაინსმა და ვასილის სპანულისმა, რომლებმაც 19-19 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხება ქართველს ფორვარდს, გიორგი შერმადინი მოედანზე მხოლოდ 10,32 წუთით გამოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოსკოველებს 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩაუგდო და შესაბამისად 4 ქულა მოაგროვა. გარდა ამისა, შერმადინმა 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა.
თავისი მატჩი მოიგო ვიქტორ სანიკიძის „სიენამაც“, რომელმაც ესპანურ „კახა ლაბორალს“ უმასპინძლა და 85:74 იმარჯვა. სამწუხაროდ, ამ წარმატებაში უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც მოედანზე მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა და უქულოდ დარჩა.
ქართველმა ფორვარდმა იმ 6 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, 1 სამიანი ააცილა, 1 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და 1 ჯარიმა მიიღო. სიენელებს გამარჯვება მეთიუ ჯენინგის, ბობი ბრაუნისა და დანიელ ჰაკეტის კარგმა თამაშმა მოუტანა. ამ მოგების შემდეგ „სიენა“ და „ბარსელონა“ F ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ორივე გუნდს 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ. „კახა ლაბორალის“ დამარცხებით კი „ოლიმპიაკოსს“ და „ხიმკის“ ესპანური გუნდიც შეუერთდა და სამივე მათგანს 4 მოგების წილ 3 მარცხი ავთ და III-V ადგილებს იყოფენ.
მომდევნო ტურში, 21 თებერვალს, „სიენა“ ისრაელში „მაკაბის“ გაეჯიბრება, ხოლო „ოლიმპიაკოსი“ 22-ში „კახა ლაბორალს“ უმასპინძლებს.
E ჯგუფი
ცსკა – პანათინაიკოსი 86:69
ალბა – უნიკახა 65:67
ეფესი – რეალი 74:72
ბროსე – ჟალგირისი 87:88
А ჯგუფი
მაკაბი – ბარსელონა 77:82
ხიმკი – ოლიმპიაკოსი 82:87
ფენერბაჰჩე – ბეშიქთაში 78:72
სიენა – კახა ლაბორალი 85:74
ჯგუფი F
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
ბარსელონა
6
1
571
505
66
სიენა
6
1
547
525
22
ხიმკი
4
3
569
532
37
კახა ლაბორალი
4
3
551
528
23
ოლიმპიაკოსი
4
3
538
526
12
მაკაბი
2
5
528
526
2
ფენერბაჰჩე
2
5
552
622
-70
ბეშიქთაში
0
7
433
525
-92