გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ევროთასის მეორე ეტაპზე ითამაშებს. არაგონულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფრანგული “დიუნკერკი” 86:73 დაამარცხა და ამ გუნდთან ერთად 2-3 ადგილები დაიკავა. ორივე გუნდს 6 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდათ. პირველ დგილზე კი გერმანული “ალბა გავიდა” 8 მოგებითა და 2 მარცხით.
ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო. ვიქტორმა მოედანზე 16:39 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
შერმადინმა 12:00 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ევროთასის კენჭისყრა რამდენიმე დღში გაიმართბა. ჯგუფებიდან გასულ 24 გუნდს კიდევ 8 დაემატება და 32 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გააგრძელებს.
ჯგუდი D
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
ალბა
8
2
749
669
80
გრაველინი
6
4
749
690
59
სარაგოსა
6
4
803
719
84
ტელეკომ ბონი
5
5
785
805
-20
ვირტუსი
3
7
761
777
-16
მონსი
2
8
620
807
-187