გიორგი შერმადინი მოდედანს დაუბრუნდა და თან როგორ: აქტიური სპორტიდან დიდი ბერძენი კალათბურთელის, ფრაგისკოს ალვერტისის გაცილების მატჩში ათენის „პანათინაიკოსმა“ მოსკოვის ცსკა 82:69 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი ამ შეხვედრაში ნიღბით ითამაშა და 13 ქულის მოგროვება მოახერხა.
შერმადინს ცხვირი 2 ოქტომბერს, მოსკოვის ოთხთა ტურნირის პირველივე მატჩის პირველსავე წუთზე, ლიუბეტსკის „ტრიუმფთან“ გაუტყდა და აი, ის მოედანს წუხელ დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ პანათინაიკოსელთა რიგებში 13 ქულა დააგროვა ნიკოლა პეკოვიჩმაც, რომელიც სასტარტო ცენტრი იყო, თუმც საერთო მაჩვენებლებით მას შერმადინი არ ჩამორჩა.
ათენელთა რიგებში არ თამაშობდა შარუნას იასიკევიჩუსი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სათადარიგოთა სკამზე იჯდა წარწერით მაისურზე: ფრაგისკოს ალვერტისი.
პანათინაიკოსი 82:69 ცსკა
21-15, 40-21, 57-42, 82-69
პანათინაიკოსი: ალვერტისი (3), ტეპიჩი (5), სპანულისი (7), პერპეროღლუ (9), შერმადინი (13), ფოცისი (2), ბოგრისი (2), ნიკოლასი (11), ვერგინისი (10), დიამანტიდისი (4), პეკოვიჩი (13), კალატესი (3)
ცსკა: ყურბანოვი (6), კეირუ (4), შიშკაუსკასი (6), ჰოლდენი (3), პონკრაშოვი (7), ვორონცევიჩი (8), ლანგდონი (18), შვედი (5), სოკოლოვი, ხრიაპა, პლანინიჩი (8), რანტენოვიჩი (1), ზამპელინი
გიორგი შერმადინი (მარცხნივ)