მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუს“ ევროლიგის ჯგუფიდან ტოპ–16–ში გასვლა განაღდებული ჰქონდა, ამიტომ, ბოლო ტურში დამარცხებას ქართველების გუნდისთვის არაფერი შეუცვლია. იტალიურმა კლუბმა შინაურ კედლებში თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ 76:83 წააგო, საბოლოოდ კი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
შესანიშნავად ითამაშა ორივე ქართველმა. შერმადინმა მოედანზე 21:42 წუთი გაატარა და ეფექტურობის კოეფიციენტით (13) გუნდში მეორე გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და შვიდივე საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულას კი 5 მოხსნა წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ ხუთჯერ დაარღვიეს წესები.
დამაჯერებელი იყო მარკოიშვილიც, რომლის მონაგარიც 9 ქულა, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 პასი იყო. მანუჩარმა 20:34 წუთში 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ოთხჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები სამჯერ დაარღვიეს. მანუჩარმა ეფექტურობის კოეფიციენტი 9 გახლდათ, საუკეთესო რეიტინგი (14) კი ვლადიმირ მიკოვს ჰქონდა, რომელმაც თამაში 8 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.
ამით დასრულდა ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი, რომელმაც 16 საუკეთესო გუნდი გამოავლინა. მეორე ჯგუფური ეტაპი სტარტს იავნვრის შუაწელიდან აიღებს.
საბოლოო ცხრილი
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე 6 4 785 758 27 16
ოლიმპიაკოსი 6 4 782 757 25 16
კანტუ 5 5 724 744 -20 15
ბილბაო 5 5 776 755 21 15
კახა ლაბორალი 5 5 802 765 37 15
ნანსი 3 7 743 833 -90 13