გიორგი შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატში მიყოლებით მეორე მატჩში 10 ქულა შეასრულა. წინა ტურში გიორგიმ „პანელეფსინიაკოსთან“ 10 წუთში 10 ქულა მიითვალა, დღეს გამართულ მორიგი ტურის შეხვედრაში კი „პანიონიოსსაც“ 10 ქულა ჩაუგდო.
„ოლიმპიაკოსის“ დღევანდელი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, თუმცა პირეოსელებს პანიონიოსელთა დამარცხება არ გასჭირვებიათ. ათენში გამართული შეხვედრა შერმადინის გუნდმა 66:57 მოიგო. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო დ ამოედანზე 16,25 წუთი გაატარა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულას გიორგიმ 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ქართველი კალათბურთელი ოლიმპიაკოსელთაგან მხოლოდ ბომბარდირ ვასილის სპანულისს ჩამორჩა.
პირეოსულ გუნდს 24 ტურის შემდეგ 23 გამარჯვება აქვს და საბერძნეთის რეგულარულ ჩემპიონატში უპირობო ლიდერია. შემდეგ ტურში „ოლიმპიაკოსი“ შინაურ არენაზე ‘აპოლონ პატრასს“ უმასპინძლებს.