შერმადინმა ორმაგი დუბლით “ანდორას” “უნიკახა” დაამარცხებინა

შერმადინმა ორმაგი დუბლით “ანდორას” “უნიკახა” დაამარცხებინა

გიორგი შერმადინი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორმაგი დუბლი მიითვალა და თავის გუნდ „მორაბანკ ანდორას“ ერთ-ერთი ლიდერი, ევროლიგის მონაწილე „უნიკახა“ დაამარცხებინა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22:37 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა , 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25-ს უწია და ის ამ შედეგით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არადა, შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანდორელებმა სახელიანი მეტოქე ბოლო წამებზე – 82:79 დაამარცხეს.
შერმადინთან ერთად „ანდორაში“ 17 ქულით დანიელ კლარკი გამოირჩა, დევიდ ნავაროს ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „უნიკახას“ შემადგენლობაში 15 ქულით ნემანია ნედოვიჩი გამოირჩა, რიჩარდ ჰენდრიქსმა უილიამ ტომასმა კი 12-12 ქულა მიითვალეს.
„ანდორას“ 3 მოგება და 4 მარცხი აქვს და 3 გუნდთან ერთად 9-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრა შერმადინის გუნდს 29 ნოემბერს სტუმრად „მურსიასთან“ ელის.