შერმადინს საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალამდე 1 გამარჯვება აშორებს

შერმადინს საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალამდე 1 გამარჯვება აშორებს

გიორგი შერმადინი ბერძნული ფინალისკენ მიიწევს. მისმა „ოლიმპიაკოსმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე შინაური მატჩიც, ამჯერად 87:72 მოუგო „აგორს“ და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. ერთი გამარჯვებაც და პირეოსული გრანდი საჩემპიონო სერიაში გადაინაცვლებს.
 
პირველი მატჩის მსგავსად, შერმადინმა ამჯერადაც ცოტა ითამაშა. ქართველი ცენტრი მოედანზე 6,11 წუთით გამოჩნდა და 2 მოხსნას დასჯერდა. გიორგის ფეხის ტრავმა აწუხებდა და ამის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. სავარაუდოდ, მას მწვრთნელები არ ტვირთავენ და ფინალური სერიისთვის ინახავენ,სადაც პირეოსელებს სავარაუდოდ დიდი ბრძოლები ელის მეორე ბერძნულ გრანდ, ათენის „პანათინაიკოსთან“, რომელიც პირეოსელთა დარად ნახევარფინალურ სერიას 2:0 იგებს (პანიონიოსთან).
 
ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩები 3 ივნისს გაიმართება და თუკი ბერძნული გრანდები იმარჯვებენ, ფინალშიო გავლენ.