შერმდინმა ლიტველების განადრურებაში სოლიდური წილი დაიდო

შერმდინმა ლიტველების განადრურებაში სოლიდური წილი დაიდო

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საწყისი 2 მარცხის შემდეგ არაგონულმა კლუბმა ლიტვურ “ლიეტუვოს რიტასს” უმასპინძლა და ბალტიისპირული კლუბი 34 ქულით – 94:60 გაანადგურა.
გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართელმა ცენტრმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (20) შერმადინი “სარაგოსაში” მეორე იყო, ამ მხრივ კი საუკეთესო მიხაელ როლი გახდა, რომელმაც 26 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სარაგოსელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმა 18.50 წუთი ითამაშა. ვიქტორ სანიკიძემ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად სანიკიძემ 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
“სარაგოსას” 3 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი კვლავ “ლიეტუვოს რიტასთან”, სრუმრად, 28 იანვარს გამართავს.