შესუსტებულ “ენერჯის” “დინამოს” ძლევა არ გასჭირვებია

შესუსტებულ “ენერჯის” “დინამოს” ძლევა არ გასჭირვებია

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 18 იანვარი
 
ენერჯი–ინვესტი 74:43 დინამო
21:5 20:6 15:15 18:17
ენერჯი: მაჭავარიანი (10), ბერუაშვილი (1), მებურიშვილი, მაისურაძე, აბაიშვილი, გუგავა (19), ზედელაშვილი (2), ლამუ (27ქ, 18მ), თვარაძე (5), გ. არაბული (7ქ, 13 მ), ობგაიძე (3)
დინამო: ივანეიშვილი (2), ეძგვერაძე (8), პატარაია (8), თვაური (4), გლუნჩაძე (4), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (13ქ, 11მ), თავამაიშვილი (3), გულდედავა (1)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მალხაზ ანდღულაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
„ენერჯი–ინვესტი“ სუპერლიგის პირველი წრის მერე ყველაზე მეტმა კალათბურთელმა დატოვა, რომლებიც წამყვან კლუბებში გადანაწილდნენ. ფაქტობრივად, რუსთავული კლუბი დაიშალა და ქვემოქართლელებმა შევსება დუბლშემადგენლობიდან, 20–წლამდელთა გუნდიდან მიიღეს.
 
მიუხედავად ამისა, რუსთაველებს დღეს სულაც არ გასჭირვებიათ დინამოელების დამარცხება. ის კი არა, „ენერჯი–ინვესტმა“ მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუთავა ხელი, როცა დიდი შესვენებისთვის უკვე 30 ქულის სხვაობით – 41:11 იგებდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოქართლელთა მეტოქე სუპერლიგის ცხრილის აუტსაიდერი „დინამო“ გახლდათ, თუმცა მათგან ასე იოლად მოგებას ალბათ ცოტა თუ ელოდა.
 

 
თამაშმა პირველი ტაიმის შემდეგ აზრი დაკარგა, რაც ძირითადად რუსთაველთა ტანმაღალი მოთამაშეების დამსახურება გახლდათ. სამუელ ლამუსა და დავით გუგავას შემჩერებელი დინამოელთაგან არავინ მოინახა. კამერუნელმა ლეგიონერმა საბოლოოდ 27 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო გუგავავ 19 ქულა მიითვალა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩით (სოხუმი–სტუ) მემორიალის პირველი ტური დასრულდება.