შიდა ქართლის პირველობამ კალათბურთში გორელების უპირატესობით ჩაიარა

შიდა ქართლის პირველობამ კალათბურთში გორელების უპირატესობით ჩაიარა

გორში დღეს დასრულდა შიდა ქართლის პირველობა კალათბურთში 2006–2007 წწ დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები.  პირველობამ გორელების უპირატესობით ჩაიარა. 

შეჯიბრება  11 დეკემბერს დაიწყო, ფინალური პაექრობები კი 16 დეკემბერს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.
გოგონათა შორის მესამე ადგილზე აგარის გუნდი გავიდა, ოქროს მედლისთვის კი ფინალში გასულმა გორელმა და ხაშურელმა გოგონებმა იბრძოლეს. გამარჯვება გორელებმა მოიპოვეს 72:32 და შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.

ისინი ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: ანა ბერიკაშვილი, ვერიკო ბერიანიძე, ქეთი ხმიადაშვილი, ანა ზღულაძე, იზაბელ ელიაშვილი, ნატალი ჩუტკერაშვილი, ანა ლომიძე, თეა ინდუაშვილი, ანანო ღერკენაშვილი, ანა მაღალაშვილი, თიკა გელაძე, მარიამ მეშვილდიშვილი. მწვრთნელი: ვერა შავშიშვილი.

პირველობამ ვაჟებს შორისაც გორის გუნდების დიდი უპირატესობით ჩაიარა. აქ საუკეთესო ,,გორი 1″ იყო, რომელმაც 55:45 დაამარცხა ,,გორი 2″, მესამე ადგილზე კი ,,გორი 3″ გავიდა.

გამარჯვებული ,,გორი 1″ ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ნიკა სადაღაშვილი, გიორგი ფილიევი, პეტრე ჟუჟნიაშვილი, ზვიად დგვარელი, მირიან ჯოლბორდი, ლუკა ტურაშვილი, ლუკა ლოცულაშვილი, ნიკოლოზ ილურიძე, გიორგი დავითაშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ტარიელ გუდაშვილი, მერაბ აწკარუნაშვილი. მწვრთნელები: თამაზ ხაჩიური, ზვიად ინაური. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ თასები და მედლები.

შეჯიბრების ორგანიზატორი იყო შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაცია, მხარდამჭერები საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.