შრმადინი საბერძნეთის თასის ფინალს მიუახლოვდა

შრმადინი საბერძნეთის თასის ფინალს მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი საბერძნეთის თასის ფინალთან ახლოსაა. მისმა “პანათინაიკოსმა” საბერძნეთის თასის ფინალისკენ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად “ირაკლისს” 80:64 სძლია.
შერმადინმა მოედანზე 9,43 წუთი დაჰყო და 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. გიორგიმ 1 მოხსნა მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ დაჯარიმდა, ერთხელ კი მის წინააღმდეგ იუხეშეს. საბოლოოდ შერმადინი 2 ქულას დასჯერდა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი მაიკ ბატისტე გახლდათ, რომელმაც 22 წუთში 17 ქულა მოაგროვა.
განმეორებითი მატჩი 20 იანვარს ათენში შედგება.
მეორე ნახევარფინალში პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” სალონიკის “არისი” 78:64 დაამარცხა.