შსს ახალ სეზონს ამბიციებით ხვდება

შსს ახალ სეზონს ამბიციებით ხვდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი მესამე წელია, შეიქმნა და სეზონიდან სეზონამდე პროგრესირებს. თავის პირველ სეზონში შსს–მ მხოლოდ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა, გასულ ჩემპიონატში კი შინაგან სამინისტროს გუნდი ნახევარფინალში გავიდა. მოახლოვებული სეზონისთვის კი შსს კიდევ უფრო გაძლიერდა. არჩილ ჟღენტის გუნდმა სუპერლიგის საუკეთესოთა შორის მყოფი კალათბურთელები შეიმატა, პლუს ამას, ხელმძღვანელობა კლუბურ სისტემაზე გადავიდა და ამ ამბავს პრეზენტაცია პოლიციის აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე  გაუკთა.
აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჟურნალისტების წინაშე ის კალათბურთელებიც წარსდგნენ, მომავალ სეზონში “შსს”-ს მაისურებს რომ მოირგებენ. მათგან ახალწვეული მხოლოდ ოთხია, მაგრამ მთლიანობაში ისეთი შემადგენლობა შეიკრა, უმაღლესი მიზნებისთვის რომ იბრძოლებს.
“ამ ბიჭებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და იმედია, შედეგიც არ დააყოვნებს. შსს ყველა შიდა ტურნირში პირველობის უმთავრესი კანდიდატი უნდა იყოს” – განაცხადა პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ.
 

 
კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმაც აღნიშნა, რომ კალათბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი და  რათა მხოლოდ თავიანთ ვარჯიშზე იფიქრონ. შემადგენლობა დავით ბარბაქაძით, ბესიკ ლეჟავათი, დავით იმნაძითა და დავით დეკანოიძით გაძლიერდა და შსს-ელები საქართველოს მე-20 ჩემპიონატს მშვენიერი განწყობით ხვდებიან. როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, წლის ბოლოსთვის შემადგენლობას ლეგიონერებითაც გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, მე-19 ჩემპიონატში ჟღენტის შეგირდებს სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ – ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში “ბათუმთან” დამარცხდნენ. მაშინდელი შემადგენლობიდან ირაკლი და დავით ბერიშვილები, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი მარკოიშვილი, სოსო შერმადინი, ლექსო ლაფანაშვილი და ლადო სუხიშვილი კვლავ შსს–ს რიგებში რჩებიან. გუნდი სერგო ათუაშვილმა, ლადოა ბულაძემ, ვასილ ბერუაშვილმა, შოთა პატარაიამ და დავით ყველაშვილმა დატოვეს.