შსს-მ სოხუმს სძლია

შსს-მ სოხუმს სძლია

 ძალიან დაძაბული გამოდგა სუპერლიგის მეოთხედფინალური
შეხვედრა შსს-სა და ,,სოხუმს” შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის გამარჯვებით,
ანგარიშით  77:72 დასრულდა. 

მატჩის პირველი ტაიმი ,,სოხუმის” სასარგებლოდ
39:37 დასრულდა, მეორე ტაიმში გუნდებს შორის თანაბარი ბრძოლა გაიმართა, სადაც საბოლოოდ
 შსს-მ გაიმარჯვა. ,,ძალოვანთა” რიგებში 22
ქულით საუკეთესო ბესო ლეჟავა გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი დავით ბარბაქაძის ანგარიშზეა
– 13 ქულა, 10 მოხსნა. სოხუმელთა შემადგენლობაში კი 19 ქულით ლაშა ფარღალავა გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება: თსუ სტუ-ს დაუპირისპირდება,
ხოლო ,,ქუთაისი”  ,,სამედიცინოს” უმასპინძლებს.