შსს–მ თასის ნახევარფინალში თსსუ არ შეუშვა

შსს–მ თასის ნახევარფინალში თსსუ არ შეუშვა

საქართველოს თასის გათამაშება. მეოთხედფინალი. რუსთავი. 28 იანვარი
 
შსს 78:64 თსსუ
29:14 15:19 20:19 14:12
შსს: ლაფანაშვილი, ლეჟავა (15ქ, 5პ), ნიკოლაძე (10), კოტონი (20), მარკოიშვილი, ტუჯანი (10), დ. ბარბაქაძე (3), შერმადინი (2), წივწივაძე (10ქ, 7პ), ტომარაძე (8)
თსსუ: გულისაბედაშვილი, თავართქილაძე, ბექაური (6), კეიდია (4), ნინიაშვილი, როდუმტა (2), ჭოჭუა (13), დვალიშვილი (7ქ, 10მ), თენეიშვილი (5), როჯერსი (27ქ, 13მ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან ბრძოლაში მოიპოვა. თუმცა ბრძოლა მაყურებელმა ვერ იხილა. შსს–მ ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო ჯეფ როჯერსით გაძლიერებულ მედიკოსებს.
 
ამერიკელმა ლეგიონერმა მართლაც ბევრი რამ გააკეთა ამ მატჩში, მაგრამ მისი 27 ქულა და 13 მოხსნა საერთო საქმეს არ ეყო. შსს–მ უფრო გუნდურად, მობილურად და რაც მთავარია, ზუსტად ითამაშა, რისი შედეგიც 14 ქულით მოგებული მატჩი გახლავთ.
 

 
დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი შსს–ელები თავიდანვე სოლიდურად დაწინაურდნენ და მეტოქისთვის დარჩენილ დროში შანსი აღარ მიუციათ. მედიკოსებმა მესამე მეოთხედში ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმც ეს მათი მაქსიმუმი იყო. მეოთხე ათწუთეულში შსს–ს უპირატესობამ 15 ქულას უწია და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, სიტუაცია მოდანზე არც დაძაბულა.
 
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე წაგებული გუნდის უკანახაზელი – ამერიკელი ჯეფ როჯერსი გახდა. შსს–ელებმა კი უფრო გუნდურად ითამაშეს და მათგან ხუთმა კალათბურთელმა 10–ქულიან  ზღვარს უწია. უსტიაშვილის გუნდში ამერიკელი გახლდათ საუკეთესო: ტროი კოტონმა 20 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ბესიკ ლეჟავამ –  15 მიითვალა.
 
შსს–ს ნახევარფინალშია და მეტოქეს „ქუთაისი“ – სტუ–ს მეოთხედფინალიდან ელოდება.