შსს–მ თსსუ–ს 32 ქულით სძლია

შსს–მ თსსუ–ს 32 ქულით სძლია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქორქია–საკანდელიძის მემორიალზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო,
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა კი შესაბამისად – წააგო. შედეგად, A ჯგუფში
ბევრი რამ გაირკვა 

კერძოდ ის, რომ მედიკოსთა გუნდი, ფაქტობრივად, ჯგუფში ჩარჩა,
ხოლო შსს–მ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ შსს–ს ერთი მატჩი დარჩა თსუ–სთან და
სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვებული მოიპოვებს ფინალის საგზურს. რაც შეეხება შსს–სა
და „სამედიცინოს“ მატჩს, მისი მხოლოდ პირველი ათწუთეული იყო დაძაბული, რომელიც „ძალოვნებმა“
20:14 მოიგეს. მერე კი შსს–მ იძალა და მეორე მეოთხედის 22:5 მოგების შემდეგ მატჩის
ბედი სათავისოდ გაარკვია.

შსს–ს წარმატების მიზეზი გამართული თამაში გახლდათ. უსტიაშვილის
შეგირდები კარგად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას და შედეგსაც იმკიდნენ. შსს–ს
ყველა მოთამაშემ მიიღო მატჩში მონაწილეობა, თან ისე, რომ არც ერთს 22 წუთზე მეტი
არ უთამაშია. ანუ ეს ნიშნავს, რომ „ძალოვნებს“ საკმაოდ შემადგენლობა გუნდი ჰყავთ
და შესაბამისად, მომავალი, უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ზოგავენ ძალებს.

ქულებიც მეტ–ნაკლებად თანაბრად განაწილდა. შსს–მ 89 ქულა ჩააგდო და ამ
გუნდში ყველაზე შედეგიან მოთამაშეს (დავით ბარბაქაძე) მხოლოდ 15 ქულა ჰქონდა.
ათქულიანი ზღვარი კიდევ ორმა კალათბურთელმა დაძლია: მარკოიშვილმა და ტომარაძემ
11–11 ქულა მოაგროვეს.

ჯგუფის მომდევნო მატჩი 14:00 საათზე დაიწყო და მასში ერთმანეთს სსაუ
და თსუ ხვდებიან

მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 20 იანვარი

 

შსს 89:57 თსსუ

20:14 22:5 25:19 22:19

შსს:
ლაფანაშვილი (6), ბ. ლეჟავა (9), ნიკოლაძე (7), კოტონი (11), მარკოიშვილი (8),
ტუჯანი (5), ბარბაქაძე (15ქ, 7მ), იმნაძე (9), შერმადინი (2), წივწივაძე (6ქ, 5პ),
ტომარაძე 11), სუხიშვილი

თსსუ:
გულისაბედაშვილი, ი. ლეჟავა (7), თავართქილაძე, ბექაური (8), გაბისონია (2),
ნინიაშვილი (3), კეიდია (7), როდუმტა (5), ჭოჭუა (11ქ, 8მ), დვალიშვილი 13),
თენიეშვილი (1)

მსაჯები: დავით
ბერეკაშვილი, მალხაზ ანდღულაძე

კომისარი: როლანდ
გელოვანი