შსს–ს მოგებით “ბათუმი” ოთხეულშია

შსს–ს მოგებით “ბათუმი” ოთხეულშია

2009 წლის
ბოლოსწინა ტური პარასკევს ბათუმში დაიწყო და შაბათს თბილისში გაგრძელდება. ბათუმელებმა
პრინციპული მეტოქე – შინაგნ საქმეთა სამინისტროს გუნდი დაძაბულ შეხვედრაში 94:83
დაამარცხეს.

დიდ
ინტერესს იწვევდა აღნიშნული გუნდების შეხვედრა, რადგან “ბათუმი” და შსს, მეშვიდე ტურის შემდეგ, თერთმეტ-თერთმეტი ქულით 4–5 ადგილებს იყოფდნენ. შეხვდრა  დაძაბულად
წარიმართა და საბოლოოდ “ბათუმის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ცამეტი ქულა დააგროვა, უახლოესი მდევარი შსს უკან
ჩამოიტოვა
და პირველ ოთხეულში მყარად დამკვიდრდა.

მომდევნო ტურში, რომელიც 28 დეკემბერს
გაიმართება, ბათუმელები თბილისში სუპერლიგის დებიუტანტ “სოხუმს” შეხვდებიან
და ზღვისპირელებს სავარაუდოდ ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

ამ შეხვედრაში
საუკეთესო
იყო “ბათუმის” ცენტრალური თავდამსხმელი პლასიდე როდუმტა, რომელმაც 24 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. კიდევ ერთი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა), როდუმტას თანაგუნდელ ფორვარდ ლაშა კეშელავას ანგარიშზეა.

შსს-ს მხრიდან ყველაზე მეტი, 20 ქულა უკანახაზელმა ირაკლი ბერიშვილმა დააგროვა, ვის ტყუპისცალსაც, დავით ბერიშვილს
უიღბლო დებიუტი გამოუვიდა მთავარი მწვრთნელის რანგში. მოთამაშე მწვრთნელი
მოედანზეც შევიდა და შსს–ს 9 ქულა შეაშველა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა
გამარჯვებისთვის.

 

“ბათუმი” 94:83 შსს

24:17; 26:27; 24:22; 20:17

ბათუმი: თავართქილაძე (5), ლეჟავა (11), კეშელავა (18), იმნაძე (10),
როდუმტა (24), მაისურაძე (6), ნინუა (13), ბოლქვაძე (7)

შსს: ირაკლი ბერიშვილი (20), მიქაბერიძე, ნიკოლაძე (18), აბულაძე (2),
სუხიშვილი (6), დავით ბერიშვილი (9), ლაფანაშვილი (15), ფაიქრიძე (3), კორკოტაძე,
შერმადინი (10)