შსს–ში კახა შენგელიას დავით ბერიშვილი ცვლის

შსს–ში კახა შენგელიას დავით ბერიშვილი ცვლის

წინა ტურის მიმოხოლვაში გამცნეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდი „ენერჯი–ინვესტთან“ სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის გარეშე გავიდა. კახა
შენგელიამ გუნდი დატოვა, ვისი ადგილიც დღეს დავით ბერიშვილმა დაიკავა.

ბერიშვილი გამოცდილი მოთამაშეა და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდში მთავარი გამთამაშებლის გარდა შენგელიას დამხმარე იყო. ახლა, როცა მთავარმა
მწვრთნელმა გუნდი დატოვა, მისი ადგილი ოფიციალურად დავით ბერიშვილმა დაიკავა.

ბერიშვილს სამწვრთნელო გამოცდილება საკმარისად აქვს, თუმც აქამდე სულ
ახალგაზრდებთან და ბავშვებთან უმუშავია. მან სამწვრთნელო საქმეს ხელი „მაკაბიში“
თამაშის დროს მოჰკიდა, საიდან მოყოლებულიც გამიდმებით ჰყავს სხვადასხვა ასაკობრივი
გუნდები. პირველი სერიოზული გამოცდა ბერიშვილს ახლა ელის – შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ამბიციაც
საკმარისი აქვს. ის შსს–ში მოთამაშე მწვრთნელი იქნება.

ბერიშვილის მთავარ მწვრთნელად ნათლობა ზეგ, ბათუმში შედგება. შსს
ზღვისპირეთში მიემგზავრება იქაურ „ბათუმთან“ სათამაშოდ.

 

„მოგეხსენებათ კახა შენგელია შეთთვსებით წვრთნის ბავშვთა გუნდებს და
ამ ორ საქმიანობას ერთად ვერ უთავსებდა და ამიტომ არჩევანი ბავშვებზე გააკეთა –
განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის უფროსმა ლევან მიქაბერიძემ – კახა შენგელიამ ოფიციალურად დატოვა გუნდი და წინასწარ ვიცოდით ეს
ამბავი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ კახას, პიროვნებას რომელმაც უზომოდ
ბევრი გააკეტა შსს–ს გუნდისთვის როგორც მოთამაშემ, ასევე როგორც მწვრთნელმა. მიუხედავად
შსს–დან მისი წასვლისა, ის მაინც რჩება ჩვენი გუნდისთვის დიდ მოთამაშედ – ისევე
როგორც მთლიანად ქართული კალათბურთისთვის“.

 მიქაბერიძემ ახალ მთავარ მწვრთნელზეც გააკეთა კომენტარი: „რაც შეეხება
დავით ბერიშვილს, ის  საქართველოს საკალათბურთო
ჩემპიონატების ერთ–ერთი გამორჩეული და გამოცდილი მოთამაშეა. მას საკმაოდ კარგად შეუძლია  გუნდის გაძღოლა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ის
აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის კახა შენგელიას ასისტენტი იყო და გუნდის
სამწვრთნელო საქმიანობაშიც ჩახედულია“.