საქართველოს თასის გათამაშება. ნახევარფინალი. 30 იანვარი. რუსთავი
ქუთაისი 75:83 შსს
15:24 21:24 22:18 17:17
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (4), დიდია (14ქ, 4პ, 4ჩ), კვიმსაძე (13ქ, 6პ), ბოლქვაძე (21), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (6), ცეკვავა (9), კოღუაშვილი (8), ქორიძე
შსს: ლაფანაშვილი (5), ლეჟავა (10ქ, 5პ), ნიკოლაძე (3), კოტონი (18), მარკოიშვილი (8), ტუჯანი (14ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (11ქ, 7მ), შერმადინი (2), წივწივაძე (10ქ, 6პ), ტომარაძე (2)
მსაჯები: მაკა კუპატაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
თასის გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა „ქუთაისს“ 83:75 სძლია და ახლა სატიტულო მატჩის მეტოქეს ელოდება, რომელიც „არმიასა“ და თსუ–ს მატჩში უნდა გამოვლინდეს.
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. მართალია, ქუთაისელები მთელი შეხვედრის მანძილზე ჩამორჩებოდნენ „ძალოვნებს“, თუმცასულ მობილიზებულნი იყვნენ და პერიოდული აფეთქებებით ჩამორჩენას 4–5 ქულამდე ამცირებდნენ. ქუთაისელთაგან ფარქვეშ მამუკა ბოლქვაძე გამოირჩეოდა, რომელიც 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
ქუთაისელებმა უკეთ დაიწყეს თამაში და სადებიუტო წუთებზე იგებდნენ კიდეც. გიორგი ცეკვავასა და ბუბა კვიმსაძის სწრაფ გარღვევებს „ძალოვნები“ ვერ აჩერებდნენ და იმერული კლუბი 9:5 დაწინაურდა. შსს–მ დაცვა გაამაგრა, შეტევაში კი შორ სროლებზე გადაერთო და გაუმართლა კიდეც. ამერიკელმა ტროი კოტონმა პირველ მეოთხედში ქუთაისელთა კალათი სამჯერ დალაშქრა შორიდან და შსს–მ სოლიდური გარღვევაც მოაწყო. უსტიაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შუაში 10:13 ჩამორჩებოდა, თუმცა სწორედ კოტონისა და ბესიკ ლეჟავას სიზუსტის წყალობით 4–წუთიანი მონაკვეტი 14:0 მოიგეს და 24:13 დაწინაურდნენ. საინტერესო იყო კოტონის სროლათა მაჩვენებელი. ამერიკელმა ლეგიონერმა საამმატჩო მონაგარი (18 ქულა) სულ სამქულიანებით მოაგროვა: 8–დან 6 ჩააგდო.
მეორე მეოთხედში შსს უპირატესობას ინარჩუნებდა, ქუთაისელები კი ცდილობდნენ, რომ ანგარიში სწრაფი თამაშის წყალობით შეემცირებინათ, თუმც ეს ძნელად გამოსდიოდათ. ერთ–ერთი ასეთი ეპიზოდი მესამე მეოთხედში დაფიქსირდა, როცა იმერულმა გუნდმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (44:48), ხოლო თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რევაზ დიდიას სამქულიანის შემდეგ ქითათურები შსს–ს 5 ქულით მიუახლოვდნენ, თუმც გადამწყვეტი შტურმის მოწყობა ვერ მოახერხეს.