შსს წინ დაუმარცხებლად მიიწევს

შსს წინ დაუმარცხებლად მიიწევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე–6
გამარჯვება მოიპოვა. არჩილ ჟღენტის გუნდმის მორიგი მსხვერპლი აგრარული
უნივერსიტეტის გუნდი გამოდგა, რომელიც „ძალოვნებმა“ 100:66 დაამარცხეს.

შეხვედრა არათანაბარი გამოვიდა. ჩემპიონატის ლიდერმა პირველივე
მეოთხედში დაანახა აგრარელებს, რომ ამ მატჩში წარმატების შანსს არ მისცემდა.
საწყისი მეოთხედი ჟღენტის გუნდმა 27:9 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 57:19
ლიდერობდა. ანუ პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და მეორე
მეოთხედში შსს–ს მწვრთნელმა გუნდის ახალგაზრდა წევრებს და სათადარიგოებს მისცა თავის
გამოჩენის საშუალება. სათამაშო დროც დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა შსს–ს
მოთამაშეებზე და ერთბაშად ექვსმა მათგანმა მიაღწია ათქულიან ზღვარს – ლაფანაშვილმა,
ნიკოლაძემ, მარკოიშვილმა, იმნაძემ, შერმადინმა და ბარბაქაძემ. ამ ექვსეულს ამ
უკანასკნელმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა.

აგრარული უნივერსიტეტის გუნდში 22 ქულით გოგა ჯავახიშვილი გამოირჩა.
10 ქულა მოუგროვდა რატი ბააკაშვილს, ხოლო დანარჩენები ათქულიან ზღვრამდე ვერ
ავიდნენ.

შსს სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. არჩილ ჟღენტის გუნდს 6
თამაშიდან 6 გამარჯვება აქვს.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=305