“სიენა” 1/2-ფინალურ სერიაში დაწინაურდა

“სიენა” 1/2-ფინალურ სერიაში დაწინაურდა

იტალიის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ საფლეიოფო სერიაში “სიენა”, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ბოისა ირიცხება, “რომასთან” 114:108 გამარჯვებით 2:1 დაწინაურდა.ბოისამ 12 წუთი ითამაშა და ამ დროში თავი მხოლოდ 2 მოხსნით გამოიჩინა, მის გუნდში კი ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ჯოზეფ ფორტე იყო. “რომაში” 26 ქულით თავი ოგნიენ აშკრაბიჩმა გამოიჩინა, ხოლო დეჟან ბოდიროგას მონაგარი კი 23 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.