სლოვაკეთი – საქართველო. მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრატისლავაში სლოვაკეთის ეროვნული გუნდი 94:63 გაანადგურა. მატჩიდან დისკვალიფიცირებულ კალათბურთელთაგან ვიქტორ სანიკიძე მომავალ შეხვედრაში ითამაშებს, ხოლო ბესო ლეჟავას საკითხი ჯერ ცნობილი არაა და მას ფიბა-ს დისციპლინარები გადაწყვეტენ. რაც შეეხება ტრავმურებულ ანატოლი ბოისას, რომელმაც ცხვირი გაიტეხა, ის 7 სექტემბერს, მონტენეგროსთან დამცავი ნიღბით თამაშს შეძლებს.
 გთავაზობთ ჩვენი გუნდის წევრების მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.