სლოვენია შინაურებში მესამე ადგილს დასჯერდა

სლოვენია შინაურებში მესამე ადგილს დასჯერდა

ლიუბლიანაში დასრულდა ექს–იუგოსლავიური ქვეყნების ამხანაგური ტურნირი, რომელშიც 1991 წელს დაშლილი ქვეყნის ექვსივე წევრი მონაწილეობდა. მასპინძელი სლოვენია მთავარი პრიზის გარეშე დარჩა, რადგან ჩერნოგორიის ძლევის შემდეგ ჯგუფის მეორე შეხვედრა ხორვატიასთან წააგო და ფინალში ვერ გავიდა. საბოლოოდ სლოვენიელები მესამე ადგილს დასჯერდნენ – მათ ეს ჯილდო ბოსნია-ჰერცოგოვინის დამარცხებით მოიპოვეს.
 
ხორვატიასთან საკუთარი კედლების გათვალისწინებით სლოვენიელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა იოსიპ ვრანიკოვიჩის შეგირდებმა მასპინძლებს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ 65:60 იმარჯვეს. სლოვენიელთაგან 14 ქულითა და  7 მოხსნით საუკეთესო იყო ერაზმ ლორბეკი, 10 ქულა და 3 პასი ჰქონდა მატიაჟ სმოდიშს.
 
მესამე ადგილისთვის მატჩში სლოვენიელები მეორე ჯგუფში მეორეზე გასულ ბოსნიელებს შეხვდნენ და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 59:52 დაამარცხეს. მატიაჟ სმოდიში იყო ერთადერთი სლოვენიელი, რომელის 10–წულის ზღვარს გადასცდა და 18 დააგროვა.ზორან დრაგიჩმა 8 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
 
რაც შეეხება ფინალს, მასში ერთმანეთს ხორვატია და სერბეთი შეხვდნენ. 80:71 – იმარჯვა სერბეთმა და ძველ თანამოძმეებზე მაღლა დადგა.
 
ექს-იუგოსლავიური ქვეყნების ამხანაგური ტურნირი. ლიუბლიანა. სლოვენია
 
სლოვენია 60:65 ხორვატია
 
მესამე ადგილისთვის
სლოვენია 59:52 ბოსნია