სლოვენია სპარინგ–მატჩებს მართავს და იგებს

სლოვენია სპარინგ–მატჩებს მართავს და იგებს

გახურებულ მოსამზადებელ პროცესშია ჩაბმული საქართველოს ნაკრების მომავალი საევროჩემპიონატო მეტოქე სლოვენია. ექსიუგოსლაველებმა ერთი ტურნირი უკვე მოილიეს და მოიგეს, დღეს მეორეს იწყებენ, ხოლო გასულ დღეებში ლიტვაში იმყოფებოდნენ და 2 საკონტროლო მატჩიც გამართეს. თანაც, სლოვენიელებმა შეხვედრები სწორედ იმ არენაზე გამართეს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარება ელით – კლაიპედაში, „კლაიპედოს არენაზე“
 
სლოვენიელებმა ჯერ ლატვია დაამარცხეს, ხოლო მეორე დღეს ლიტვასაც მოუგეს. ლატვიელებთან შეხვედრაში საშო ოზბოლტი (16 ქულა) და უროშ სლოკარი (15 ქულა) გამოირჩნენ. ბოჟიდარ მალკოვიჩის გუნდმა ბალტიისპირელები 73:63 დაამარცხა.
 
ლიტვასთან შეხვედრა გაცილებით დაძაბული გამოდგა. სლოვენიელები ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით აგენდნენ, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეულში 23:15 იძალეს და საბოლოოდ 72:70 გაიმარჯვეს. 20 ქულით სლოვენიელებს გორან დრაგიჩმა ულიდერა, ხოლო მეორე უკანახაზელმა – იაკა ლაკოვიჩმა 19 ქულას მოუყარა თავი.
 
ამხანაგური მატჩები. ლიტვა. კლაიპედა
სლოვენია – ლატვია 73:63
ლიტვა – სლოვენია   70:72
 
დღეს იწყება ექსიუგოსლავიის ქვეყნების ამხანაგური ტურნირი, რომელსაც სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა მასპინძლობს. შეჯიბრში ექვსივე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილები: ერთ მხარეს ხორვატია, ჩერნოგორია და სლოვენიაა, ხოლო მეორე მხარეს სერბეთი, მაკედონია და ბოსნია–ჰერცოგოვინა. გუნდები ერთმანეთში თითო შეხვედრას ჩაატარებენ და ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეებრძოლებიან, ხოლო მეორეები მესამე ადგილისთვის მატჩს გამართავენ.
 
სლოვენია დღეს ისვენებს, ხვალ ჩერნოგორიას ეთამაშება, ზეგ კი ხორვატიას.
 

ტურნირის ოფიციალური პოსტერი