ევროპის ჩემპიოატზე V-VIII ადგილები განაწილდა. მეოთხედფინალიდან ვერგასულმა გუნდებმა მსოფლიოს
ჩემპიონატის მინიშესარჩევი ტურნირი ჩაატარეს, რომელში მონაწილე 4 გუნდიდან
მუნდიალის საგზური 3 საუკეთესოს ერგებოდა.
უიღბლო, რომელმაც ორივე მატჩი წააგო და მსოფლიოს
ჩემპიოატის მიღმა დარჩა, იტალიაა. სიმონე პიანიჯანის გუნდმა ჯერ იყო და უკრაინასთა
წააგო, შემდეგ კი, მე-7 ადგილისთვის მატჩში, სერბეთთანაც დამარცხდა.
მე-5 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი სლოვენია
და უკრაინა შეხვდნენ. მატჩი დაახლოებით იმ სცენარით წარიმართა, როგორც 7
სექტემბერს, სლოვენია-საქართველო. თავიდან უკრაინა იგებდა, მეორე მეოთხედში კი
სლოვენიელებმა იძალეს და დაწინაურდნენ. უკრაინა მასპინძლებს კუდში მისდევდა, თუმცა
საბოლოოდ წამოწევა ვერ მოახერხა და 63:69 დამარცხდა.
ამ მატჩის შედეგს უკრაინასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა –
მაიკ ფრატელოს გუნდმა სლოვენიაში თავისი საქმე გააკეთა: მსოფლიოს ჩემპიონატის
საგზური მოიპოოვა. უკრაინელები მომავალ წელს ესპანეთში პლანეტის პირველობაზე
იასპარეზებენ, 2015 წელს კი ევრობასკეტს
უმასპინძლებენ.
მე-5 ადგილისთვის. 21
სექტემბერი
სლოვენია – უკრაინა 69:63
მე-7 ადგილისთვის. 21
სექტემბერი
სერბეთი – იტალია 76:64
მე-3 ადგილისთვის. 22
სექტემბერი
ესპანეთი – ხორვატია
19:30
ფინალი. 22
სექტემბერი
საფრანგეთი – ლიტვა
23:00