საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად, საერთაშორისო ამხანაგური ტურნირები მოილიეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა – სლოვენიამ და ხორვატიამ. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელებმა, რომლებმაც მოსამზადებელი ეტაპი 4 გამარჯვებით დაიწყეს, შედეგიანობას უკლეს და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უხეიროდ იასპარეზეს.
ბელგრადში სლოვენიასა და მასპინძელ სერბეთთან ერთად თავი თურქეთმა და უკრაინამ მოიყარეს. ტურნირზე ყველა ყველას არ შეხვდა, არამდე გუნდებმა ნახევარფინალში ითამაშეს, შემდეგ კი მოგებულები და წაგებულები ერთმანეთს შეხვდნენ. სლოვენიამ ნაახევარფინალში რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა ის თურქეთი, რომელსაც 4 აგვისტოს ცელიეში 19 ქულით გაანადგურა.
თურქებს შეუერთდან გუნდის წამყვანი მოთამაშეები – ომერ აშიკი და ერსან ელიასოვა. სლოვენიელები ბოლო წუთებამდე მარცხდებოდნენ, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს – 55:54. მეორე ნახევარფინალში მასპინძლებმა 96:68 სძლიეს უკრაინას და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
სერბეთმა ფინალში 91:66 გაანადგურა სლოვენია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. სლოვენიელთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ბოსტიან ნახვარი, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა, დანარჩენებმა 10-ქულიან ბარიერსაც ვერ მიაღწიეს.
სლოვენია – თურქეთი 55:54 (15:9, 13:10, 12:15, 15:10)
სლოვენია: ლაკოვიჩი, იოკსიმოვიჩი, მურიჩი (3), ბლაჟიჩი (4), ნახბარი (2), გ. დრაგიჩი (16), დ. ლორბეკი (4), ვიდმარი (6), ბეგიჩი (6), პრეპელიჩი, ბალაჟიჩი (9), ზ. დრაგიჩი (5)
სერბეთი – სლოვენია 91:66 (20:16, 28:20, 21:15, 22:15)
სლოვენია: სლოკარი (2), იოკსიმოვიჩი (4), მურიჩი (5), ბლაჟიჩი (2), ნახბარი (20), გ. დრაგიჩი (9), დ. ლორბეკი (7), ვიდმარი (7), ბეგიჩი (4), პრეპელიჩი (1), ბალაჟიჩი, ზ. დრაგიჩი (5)