სლოვენიის მოგებ-წაგება ავსტრალიასთან

სლოვენიის მოგებ-წაგება ავსტრალიასთან

სლოვენიის ნაკრებმა, რომელიც საქართელოს მეტოქეა კარსმომდგარევრობასკეტზე და რომელსაც რამდენიმე ლიდერი აკლია, ავსტრალიის ნაკრებთან 2 დღეში 2 სპარინგ-მატჩი გამართა. სლოვენიელები საკმაოდ ძლიერ ავსტრალიელებს მოგებ-წაგებით გაეყარნენ.
პირველი მატჩი სლოვენიელებმა 79:70 მოიგეს და ამ მატჩში 22 ქულით საუკეთესო ზორან დრაგიჩი იყო, რომლის ძმა გორან დრაგიჩი ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ, უფრო კი არ დაეხმარება. დრაგიჩმა 80-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა მაიამისთან და საკუთარ ჯანმრთელობას ნბა-ს სეზონის წინა პერიოდში რისკის წინაშე ვერ დააყენებს. გარდა გორან დრაგიჩისა, სლოვენიელებს აკლიათ აღიარებული ლიდერები – დომენ ლორბეკი და მირზა ბეგიჩი.
ასეთი დანაკლისის ფონზე ავსტრალიელთა პირველ მატჩში ძლევა ცოტა მოულოდნელიც კი იყო, რადგან მწვანე კონტინენტის ნაკრებში ისეთი სახელიანი კალათბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან – ენდრიუ ბოგუტი, მეთიუ დელავედოვა, დევიდ ანდერსონი,  ნათან ჯავაი… ამ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც საჭირო ინფორმაციები მიიღეს მომავალი მეტოქე სლოვენიელების სათამაშო ფორმასა და ტაქტიკურ მონახაზზე.

ავსტრალიელებმა მეორე მატჩში 66:51 სძლიეს მასპინძლებს, თან ისე, რომ არ უთამაშია ანდრე ბოგუტს. ყველაზე მეტი – 13 ქულა თურქულ ბეშიქთაშში მოთამაშე ბროელკოფმა მიითვალა, რომელიც წინა შეხვედრაშიც საუკეთესო იყო ავსტრალიელთაგან.რქც შეეხებათ სლოვენიელებს, საუკეთესო ცენტრი ალენ ტომიჩი იყო, რომლის შემდეგაც 12 ქულით იურე ბალაჟიჩი მოდის.
„ავსტრალია ღირსეული მეტოქე იყო ამ მატჩებში. მეორე მატჩში ჩვენ ცოტა გადაღლილები ვიყავით. მართალია, საკმაოდ ცოტა ქულები მივიღეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის. შეტევის ორგანიზებაში პრობლემები გვქონდა, რადგან ავსტრალიელები გამართულად და აგრესიულად თამაშობდნენ დაცვაში. პირველი ტაიმის ბოლოს 2 სამქულიანი მივიღეთ, რამაც ცუდი გავლენა იქონია ჩვენს შემდგომ თამაშზე“ – განაცხადა სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა იურე ზდოვცმა.
სლოვენიის ნაკრები გეზს რიგისკენ აიღებს, სადაც 8 აგვისტოს პოლონეთს, ხოლო 9-ში ლატვიას გაეჯიბრება.
 
სლოვენია 79:70  ავსტრალია 
26:23, 20:11, 15:13, 18:23
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (19 წ. 5 ქ.), ბლაჟიჩი (12 წ.), ომიჩი (16 წ. 10 ქ. 5 მ.), ლაპორნიკი (5 წ.), სლოკარი (28 წ. 7 ქ. 6 მ.); რუპნიკი (10 წ.), პრეპელიჩი (22 წ. 8 ქ. 3 პ.), ნიკოლიჩი (7 წ.), ზ.დრაგიჩი (26 წ. 22 ქ.), ბალაჟიჩი (29 წ. 9 ქ. 4 მ.), დიმეცი (6 წ. 4 ქ.), კლობუჩარი (20 წ. 14 ქ. 4 მ.)
 
სლოვენია 51:66  ავსტრალია 
10:12, 17:16, 14:17, 10:21
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (18 წ. 3 პ.), ბლაჟიჩი (11 წ.), დიმეცი (9 წ. 3 ქ.), კლობუჩარი (21 წ. 7 ქ. 3 მ.), სლოკარი (24 წ. 2 ქ.); პრეპელიჩი (24 წ. 3 ქ. 3 მ.), ტომიჩი (18 წ. 5 ქ.), ზ.დრაგიჩი (29 წ. 6 ქ. 5 მ.), ბალაჟიჩი (26 წ. 8 ქ.), მაჰკოვიჩი (6 წ. 2 ქ.), ომიჩი (24 წ. 15 ქ. 12 მ.)
 
სლოვენიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:
8 აგვისტო 
სლოვენია – პოლონეთი (რიგა)
9 აგვისტო
ლატვია – სლოვენია (რიგა)
21 აგვისტო
სლოვენია – უკრაინა (ლიუბლიანა)
22 აგვისტო
სლოვენია – ფინეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო
სლოვენია – იტალია (ლიუბლიანა)
27 აგვისტო
სლოვენია – სერბეთი (ლიუბლიანა)
29 აგვისტო
სერბეთი – სლოვენია (ბანიალუკა)